სიახლეები

გაიცანით პირველი მაისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული მასწავლებელი ნინელი ხუხია
15-05-2019
-
+

ხობის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე სულ ოთხი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს, მათ შორისაა ესტატე შუშანიას სახელობის პირველი მაისის საჯარო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინელი ხუხია. 

სკოლამ etaloni.ge-ს პედაგოგის შესახებ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ქალბატონი ნინელის სახელს უკავშირდება უამრავი სასკოლო ღონისძიება თუ წარმატებული პროექტი. იგი ხელმძღვანელობს სკოლის ინტელექტუალთა გუნდს (კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“), რომელსაც ყოველ წელს სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო საქართველოს კერძო (მათ შორის სასულიერო) და საჯარო სკოლებს შორის საუკეთესო 10-15 გუნდში შედის.

ქალბატონი ნინელი წლების მანძილზე ხელმძღვანელობს მოსწავლეთა კალიგრაფიის წრეს. მისი მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან კალიგრაფიის კონკურსების ფინალისტები და გამარჯვებულები.

და ყველაზე მთავარი! ქალბატონმა ნინელიმ მისი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეთათვის წლების მანძილზე დაამკვიდრა ტრადიცია - სრულიად უანგაროდ ემსახუროს მათ დამატებით, რის გამოც დიდ მადლიერებას გამოხატავენ მოსწავლეთა მშობლები. ქალბატონი ნინელი ხუხიასთვის სკოლა დიდი ტაძარია, რომელსაც გულმხურვალედ და დაუღალავად ემსახურება“. 

იხილეთ ფოტო 

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება