ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ
ნინოწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები „არტ კლუბის“ ორგანიზებულ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ. ფესტივალს თბილისის კულტურის ცენტრმა - „მუზა“ უმასპინძლა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გ. ბზვანელის, მ. ოთიაშვილისა და გ. ყანჩელის სიმღერები შეასრულეს, რისთვისაც სიგელები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები