ზემო ხვითის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის, ზემო ხვითის საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო გაიმართა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სკოლის აღსაზრდელებმა შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტო