ვაქირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები კლასის დამრიგებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
19-06-2019
დაკოპირებულია
-
+
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ვაქირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „არ გემშვიდობებით, მხოლოდ - ნახვამდის“ გამართეს.
ღონისძიებით მე-4 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ მარინე ფხოველიშვილს დაემშვიდობნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა სცენაზე ცეცხლი დაანთეს: ერთმანეთს ლექსი სიმღერა და ცეკვა ცვლიდა. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ნანა ნანობაშვილის ლექსები წაიკითხეს.