„სიკეთე გადამდებია“ - ლენტეხის N2 საჯარო სკოლამ სოციალური პროექტი განახორციელა
27-11-2019
დაკოპირებულია
-
+
ლენტეხის N2 საჯარო სკოლამ გიული ლობჟანიძის ხელმძღვანელობით სოციალური პროექტი „სიკეთე გადამდებია“ განახორციელა.
პროექტი V-VI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, დირექციისა და მშობელთა თანადგომით განხორციელდა.
სკოლის ინფორმაციით, „მოსწავლეებმა ლოგინად მყოფ, პირველი ჯგუფის შშმ პირს, გულას და მის შვილს, ფსიქიკურად დაავადებულ ნათელა ლიპარტელიანს, დახმარება გაუწიეს“.
მოსწავლეებმა შინიდან საკვები პროდუქტები, საოჯახო ჭურჭელი, თეთრეული და ზამთრისათვის საჭირო თბილი ტანსაცმელი მოიტანეს და მოაგროვეს.
„გზად მიმავალ მოსწავლეებს მადლიერებით ხვდებოდნენ ქუჩაში გამვლელები, რამდენიმე ქალბატონმა, ლია გაზდელიანმა და მარეხ ბენდელიანმა დახმარებაში წვლილი შეიტანეს. მადლობა მათ გულისხმიერებისათვის. ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ბავშვებმა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გამოიყენეს დასუფთავება- დალაგებაში. ისინი მხარში ამოუდგნენ ოჯახის უფროსს - რევაზ ლიპარტელიანს, ჯერ სახლი დაასუფთავეს და მერე ეზო-კარი მიალაგებინეს. კმაყოფილმა რევაზმა და მისმა მეზობელმა, თალიკომ მადლობითა და ლოცვით გამოაცილეს ბავშვები“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.