მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის საჯარო სკოლის VII, IV, IX, II კლასებს 2019-2020 სასწავლო წლის საქართველოს „მეგობრული კლასის“ ტიტული მიენიჭათ.
VII კლასის დამრიგებელი გახლავთ ლეილა ბერიანიძე, IV კლასის ხელმძღვანელია ნანა რამიშვილი, IX კლასს ხელმძღვანელობს რენია კუხტა, ხოლო II კლასის დამრიგებელია ეკა შუკაკიძე.
„მეგობრული კლასი“ ეს არის წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს ინოვაციურ საგანმანათლებლ პორტალ izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები