სიახლეები
სიახლეები

„სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი“ - გიორგი გახარია
21-08-2020
-
+

„ქართველი ბავშვები ნიჭიერები არიან, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებს, ეს არის ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ის რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი მტერი კი არა, მისი პარტნიორია და სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც აქვს ინიციატივა, არ ეშინია რისკის თავის თავზე აღების, შეუძლია ნაბიჯი გადადგას და გახდეს მეწარმე. იმას ვინც გლეხია და უნდა, რომ გახდეს ფერმერი, მას უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს სისტემური ინფრასტრუქტურის მიმართულება, როგორიც არის განათლების ინფრასტრუქტურა. „რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ 21-ე საუკუნეში, ჩვენი ნიჭიერი ბავშვები სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო

საზოგადოება