სიახლეები
სიახლეები

პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესში ცვლილების შეტანა აღარ განიხილება - განათლების კომიტეტი 10-დან 2 კანონპროექტზე გააგრძელებს მუშაობას
18-12-2020
-
+


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა წინა მოწვევის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტებზე მუშაობის გაგრძელებისა და შეწყვეტის საკითხი განიხილა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, 10 სხვადასხვა კანონპროექტიდან, ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას მხოლოდ 2-ზე გაგრძელდება.

ინიციატივები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალ წევრებს  თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააცნო.

განათლების კომიტეტი მუშაობას აღარ გააგრძელებს შემდეგ საკითხებზე:

1. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც 2017 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა წარადგინა;

2. „უმაღლესი განათლების შესახებ „ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომლის ავტორიც საქართველოს მთავრობა გახლავთ, ინიციატივა 2017 წელს შევიდა პარლამეტში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, კანონპროექტი ორ საკითხს აერთიანებს. ეს არის როგორც უმაღლესი ისე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელიც დაკავშირებული იყო მასწავლებლის განათლებასა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან. თუმცა აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე პარლამენტმა მიიღო ახალი პაკეტი, რომელმაც გადაფარა ის საჭიროებები, რომელიც პროექტში იყო წარმოდგენილი. ამიტომ ამის მიღების საჭიროება აღარაა.

3. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის კანონში“ ცვლილებების პროექტზე, რომლის ინიციატორები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი არიან. ინიციატივა 2018 წელს არის შეტანილი.  

4. „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის ავტორების განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეები გენადი მარგველაშვილი და მარიამ ჯაში, ასევე წინა მოწვევის პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე არიან.

5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებაზე, რომლის ინიციატორი ამავე კომიტეტის ყოფილი წევრი სერგი კაპანაძე იყო. ინიციატივა 2019 წელს შევიდა პარლამენტში.

6. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის ავტორიც წინა მოწვევის პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი სერგო რატიანია. წინადადება პარლამენტში 2019 წელს შევიდა.

7. „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე, რომლის ავტორიც სერგი კაპანაძეა. ინიციატივა 2019 წელს შევიდა პარლამენტში.

8. „მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზე, რომლის ინიციატივის ავტორები წინა მოწვევის განათლების კომიტეტის წევრები გია ჟორჟოლიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და ა.შ. არიან. პროექტში ინიციატორების სხვადასხვა ტიპის შეღავათებს მოითხოვდნენ.

განათლების კომიტეტი მუშაობას გააგრძელებს შემდეგი კანონპროექტებზე:

9. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით შემოვიდა და პოლიციის აკადემიაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტში ითხოვს, რომ - 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე პოლიციის აკადემიის მიერ გაცემული გაცემული დიპლომების აღიარება მოხდეს და ეს დიპლომები მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს.

10. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის პროექტზე, რომელიც პარლამენტში 2020 წელს შევიდა. ინიციატორი წინა მოწვევის განათლების კომიტეტია. პროექტი პანდემიას უკავშირდება და ნათქვამია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა იყოს შესაბამისი ამბულატორიული განყოფილებები. ცვლილებების 2022-2023 სასწავლო წელს დაიწყება.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება