სიახლეები
საინტერესო

როგორ ებრძვის ბავშვის ორგანიზმი კორონავირუსს?
20-02-2021
-
+


ბავშვებისა და მოზარდების უმრავლესობა COVID-19-ით ან არ ავადდება ან ადვილად იტანს მას. ამიტომ ამერიკელმა ინფექციონისტებმა ბავშვებსა და ზრდასრულებში ვირუსზე იმუნური პასუხი შეადარეს, იმის გასარკვევად, თუ რა განაპირობებს კორონავირუსისგან დაცვას.

Science Translational Medicine-ში გამოქვეყნებული ალბერტ ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტების კვლევის თანახმად, საიდუმლო მდგომარეობს იმუნური სისტემის იმ ნაწილში (ე.წ. თანდაყოლილი იმუნური პასუხი), რომელიც ორგანიზმს უცნობი პათოგენური მიკროორგანიზმების იცავს. სწორედ ის ბავშვებში ანადგურებს კორონავირსს იმაზე სწრაფად, ვიდრე ის ორგანიზმს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

დიარეა და გემოს დაკარგვა - ბავშვებში ტიპიური ნიშნებია

თავიდან კვლევის მონაცემებმა მეცნიერები ჩიხში შეიყვანა. ნათელი იყო კანონზომიერება: რაც უფრო უფროსია ადამიანი, კორონავირუსით დაზარალების რისკი მით უფრო მაღალია. 

ჩინეთში ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც ორი ათასი COVID-19-ით ინფიცირებული ახალგაზრდა პაციენტი მონაწილეობდა, დაავადება მძიმედ 1% -ზე ნაკლებში მიმდინარეობდა. რაც რესპირატორული ვირუსებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რომელთა დროს ბავშვები უფრო მეტად ზარალდებიან, ვიდრე ზრდასრულები.

მკვლევარებმა ბრონქსის მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრში ჰოსპიტალიზებული (13 მარტიდან 17 მაისამდე პერიოდში) 60 ზრდასრულისა და 60 ბავშვის იმუნური რეაქციები შეადარეს. პაციენტებს შორის 20-ს ბავშვებში ყველაზე მძიმე გართულება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ჰქონდა. საერთო ჯამში, ბავშვები ვირუსით ზრდასრულებთან შედარებით უმნიშვნელოდ დაზარალდნენ. ძირითადად მათ აქვთ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, ისეთები როგორიცაა დიარეა, გემოსა და სუნის აღქმის უნარი. მხოლოდ 5 ბავშვს დასჭირდა ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია 22 ზრდასრულთან შედარებით. ახალგაზრდა პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის ნაკლები დრო სჭირდებოდათ.

სუსტი იმუნიტეტი არაფერ შუაშია

ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ზრდასრულებს არასაკმარისად ძლიერი იმუნური პასუხი აქვთ, არ დადასტურდა. ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს გამოიმუშავებდნენ ხანდაზმულები, რომლებიც დაავადებას ყველაზე რთულად იტანდნენ.

ახალი მონაცემები უარყოფს ასევე ვერსიას, რომ ბავშვებს აქვთ იმუნიტეტი რესპირატორული დაავადებების პათოგენების წინააღმდეგ, რადგან ისინი ამ დაავადებებით უფრო ხშირად ავადობენ.

დეტალურმა კვლევებმა დაამტკიცა: არსი იმაშია, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევზე განსხვავებულად რეაგირებს. როდესაც ორგანიზმი უცნობ პათოგენის აწყდება, ის რამდენიმე საათში იმუნური აქტივობით რეაგირებს, რომელსაც თანდაყოლილი იმუნური პასუხი ეწოდება. იმუნური რეაქციის სწორედ ეს სახეობაა დამახასიათებელი ბავშვებისთვის, რადგან ისინი უფრო ხშირად აწყდებიან პათოგენებს, რომლებიც მათთვის ახალია. ასევე ბავშვებში ეს დაცვა უფრო სწრაფად იწყებს მუშაობას, ვიდრე ზრდასრულებში.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება