სიახლეები
სკოლები

ლიხაურის საჯარო სკოლა რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს
23-02-2021
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს.

სკოლაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს.

„2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა; სასწავლო წლის დასაწყისში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღჭურვილ იქნა დისტანციური თერმომეტრებით, დეზობარიერით, (2 ცალი) დეზობარიერის, მყარი ზედაპირის და ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;

სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და ყოველ ორ კვირაში ჩაუტარდებათ ტესტირება covid-19-ზე;

სკოლაში გაკვეთილების ხანგრძლივობა I-VI კლასში და VII-XII კლასებში არის სხვადასხვა, რათა დასვენების დროს არ მოხდეს დიდი რაოდენობის მოსწავლეთა კომუნიკაცია;

სკოლის ტერიტორიაზე covid -19 პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციები განთავსებულია თვალსაჩინო ადგილზე; სკოლა ახორციელებს ვიზიტორების აღრიცხვას; შესასვლელებთან განთავსებულია დეზობარიერები სავალდებულო გამოყენების ნიშნის მითითებით; შესასვლელთან ხორციელდება თემოსკრინინგი; თერმოსკრინინგის დროს დაცულია დისტანცია; ​თერმოსკრინინგის განმახორციელებელი პირი აღჭურვილია: პირბადით, დაცული აქვს დისტანცია;

ნებისმიერი პირის შესვლა უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ და პირბადით; მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, სკოლის შესასვლელში მოწყობილია მოსაცდელი კუთხე;

სკოლაში არის საიზოლაციო ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი, თხევადი საპონი, სანიტაიზერი; დისპენსერი უზრუნველყოფილია სპირტის(ალკოჰოლის 70%) შემცველი ხსნარით; შესასვლელებში, ოთახებში, საერთო სარგებლობის ფართი, ადმინისტრაციის სათავსოები აღჭურვილია დახურული კონტეინერებით, რომელიც სატერფულით იხსნება (ჩაკრულია ერთჯერადი პოლეთილენის პარკით);

საკლასო ოთახებში მაგიდები დგას დისტანციით.(მიყოლებით 1 მ); სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილება ხდება პირბადეებით; სველი წესით მუშავდება სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი; შენობაში ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით; გაკვეთილების მიმდინარეობისას, შესვენებაზე პერიოდულად სპეციალური ხსნარით მუშავდება კარის, ფანჯრის სახელურები და მოაჯირები; ყოველ 15 წუთში ნიავდება საკლასო ოთახები და დერეფნები;

მოწესრიგებულია სველი წერტილები, ყოველდღიურად უკეთდება დეზინფექცია. აღჭურვილია თხევადი საპნით, ხელის საშრობი ქაღალდებით, დახურული კონტეინერებით, რომელიც სატერფულით იხსნება;

შენობის საერთო სივრცეებში მასწავლებელი, მოსწავლე (V – XII კლასი) ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია;

მშობელმა უნდა გაითვალისწინოს: ყურადღებით გაეცნოს სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას; სკოლაში წასვლამდე, აკონტროლოს მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, არ გაუშვას სკოლაში; ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროულად შეატყობინოს სკოლას; უზრუნველყოს მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში. სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს მოსწავლის სკოლიდან წაყვანა. სკოლის პერიმეტრზე - ეზოში მშობელი, მოსწავლე მასწავლებელი ვალდებულია, ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია. გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, დავიცვათ რეგულაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება