სიახლეები
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ სიძნელეებთან გამკლავება გვასწავლა“- ნატო ჯანხოთელი, ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
01-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ, რას ურჩევდა მშობლებს და რა უკვირს მოსწავლეებისგან - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში ​ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- რომ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ყოველთვის ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. დაგვანახა, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს, როგორი ძნელია ერთმანეთთან კონტაქტის გარეშე ცხოვრება.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- სიძნელეებთან გამკლავება, მიგვახვედრა, რომ ონლაინ ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც ერთ-ერთ ყველაზე რთულ, მაგრამ, გარკვეულწილად, საინტერესო წელს, რომელმაც ახალ-ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მოგვცა.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- სიახლეებისა და გამოწვევებისადმი მზადყოფნა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- როგორ დაუნანებლად ფლანგავენ უძვირფასეს დროს.

- მშობლებს ვურჩევდი. . .
- იყვნენ უფრო მეგობრულები თავიანთ შვილებთან.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- იმ ბედნიერ დროზე, როდესაც პირბადის გარეშე თამამად ჩავეხუტებით ერთმანეთს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება