სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ნარეკლიშვილმა izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
02-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ნარეკლიშვილმა izrune.ge -ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ გაიარა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
ღვთის წყალობით, მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას