სიახლეები
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი აირჩიონ პროფესია საკუთარი სურვილისა და მისწრაფებების მიხედვით“-სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მელია
06-04-2021
-
+


როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას, რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რას ურჩევდა აბიტურიენტებს  - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორის, რიმა მელიას მოსაზრებას გთავაზობთ: 

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?
- მივესალმები ამ ინიციატივას, აუცილებელიც კია რომ გათვალისწინებული იყოს სკოლის ნიშნები და მასწავლებლების რეკომენდაციები, რათა სკოლის როლი გაიზარდოს მოსწავლეთათვის. აუცილებელია მეტი სიახლოვე სკოლასთან. ბავშვს რომ ქონდეს მეტი მოტივაცია სკოლაში სწავლის.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პირველ რიგში აბიტურიენტებს ვურჩევდი აირჩიონ პროფესია საკუთარი სურვილის და მისწრაფებების მიხედვით. რაში ხედავენ თავის თავს მომავალში, უფრო რეალიზებულები რა კუთხით იქნებიან. დარჩენილი დრო გამოიყენონ სწავლისთვის. ყურადღება მიაქციონ უფროსი თაობის მშობლების, პედაგოგების,  წარმატებული ადამიანების გამოცდილებას, როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას, რა გზა გაიარეს, გაიაზრონ და სასიკეთოდ გამოიყენონ მათი რჩევები. ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობაგარემოს აქვს

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?
-  ჩემი აზრით, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში.გათვალისწინებული უნდა იყოს.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- ელექტრონულ ჟურნალს შევაფასებდი 10-ზე. ჩემს სკოლაში თავიდან ცოტა ტექნიკური პრობლემა იყო, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემა გვქონდა. გავაკეთე გამაძლიერებლები დამატებით რომ ინტერნეტის პრობლემა მოგვარებულიყო, არის წვდომა ისე, რომ მუშაობა არ შეფერხდეს. თავიდან პედაგოგები უფრო მეტ ყურადღებას მატერიალურ ჟურნალს აქცევდნენ, მაგრამ ახლა მასში ძალიან კარგად მუშაობენ. პანდემიიდან გამომდინარე უკეთესია ელექტრონული ჟურნალი.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებით გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- სხვა დირექტორებს გავამხნევებდი რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! ცუდი  ჩაივლის, ყველანაირ პრობლემას უნდა შევხვდეთ არა შეშინებულები, არამედ მოტივით რომ ყველაფერს დავძლევთ!

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება