ნაკრის საჯარო სკოლაში მოსწავლის, ანი გვარმიანის ნახატების გამოფენა მოეწყო
27-04-2021
დაკოპირებულია
-
+
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის, ანი გვარმიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
ანი თვითნასწავლი მხატვარია და განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა. ის პორტრეტების ხატვითაა გატაცებული.
„ანის დიდი სურვილი აქვს, რომ ხელოვნების დარგში ცნობილი სახე გახდეს და იმოგზაუროს მსოფლიოს ირგვლივ, კერძოდ სამხრეთ კორეაში. დიდ წარმატებას ვუსურვებთ მას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.