სიახლეები
სკოლები

„izrune.ge-ში ჩართვამ აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა“ - თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრწყინვალე შედეგები
28-04-2021
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლა უკვე მე-3 წელია აქტიურად არის ჩართული უპრეცენდენტო საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ში. მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან შემაჯამებელ ტესტებში და ბრწყინვალე შედეგები აქვთ.

izrune.ge-ს პორტალში ჩართვამ სასკოლო ცხოვრებაში სიახლე, აქტიურობა, აზარტი და სასიამოვნო მოლოდინის განცდა შემოიტანა. გახშირდა მსჯელობები, დისკუსიები და განხილვები მოსწავლეთა შორის „იზრუნეს“ ტესტების შესახებ. ტესტებში შემავალი ზოგიერთი დავალება არამარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც ჩააფიქრებს და უბიძგებს, პასუხი წიგნში, google-ში ან სამეგობროში მოიძიონ. 

„ოჯახი, ბავშვი, სკოლა“ - ამ შესანიშნავმა წამოწყებამ ნამდვილად მიაღწია მთავარ მიზანს, გააერთიანა ეს 3 რგოლი!..
ყოველი მომდევნო თვე, სკოლისთვის უდიდესი წარმატებისა და წინსვლის მომტანია. ყოველთვიურად იზრდება შემაჯამებელ ტესტებში მოსწავლეთა მოპოვებული შედეგები და მოსწავლეთა ტესტირების წარმატებული შედეგების შესაბამისად, N106 საჯარო კოლაშიც იზრდება „სუპერ“ და „მომავლის“ კლასები...

აპრილის თვე, სკოლისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. დაწყებითი საფეხურის 26 წარმატებული კლასიდან, 16 მათგანი „სუპერ კლასის“ ტიტულის მქონეა, ხოლო, 10 კლასმა მოიპოვა პორტალის მიერ დაწესებული უმაღლესი  - „მომავლის კლასის“ ტიტული. 

სკოლა ზეიმობს თავისი მოსწავლეების წარმატებულ და საამაყო ჩართულობას ამ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პორტალში. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომების ოკეანე დატრიალდა სკოლაში. აპრილის თვის შემაჯამებელი ტესტი პორტალში ჩართულმა 816 მოსწავლემ შესრულა.  საამაყოა მოსწავლეთა მიერ მოპოვებული შედეგებიდან, 675 ოქროს, 108 ვერცხლის და 33 ბრინჯაოს დიპლომებით რომ შეფასდა. 

საგანმანათლებლო პორტალი მამულიშვილურ საქმეს აკეთებს არა მარტო დღევანდელი, არამედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლებისთვის. სწორედ ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის იბრძვიან ერთ მუშტად შეკრულნი სკოლის ხელმძღვანელი - ბატონი თენგიზ გულორდავა, სკოლის მასწავლებლებთან და მზრუნველ მშობლებთან ერთად. 

„სუპერ კლასები“: 

I-1 ფატი სამნიაშვილი
I-5 თამთა ქვაჭრელიშვილი
I-6 თამარ შოშიაშვილი 
I-7 მაია ზაალიშვილი 
II-4 თინათინ ბერუაშვილი
II-5 ნათია ვარძელაშვილი 
II-6 ანა შოშიაშვილი
III-3 ქეთი მიქაძე 
III-5 ლია ვარძელაშვილი 
III-6 მეგი გუმბერიძე 
IV-4 ია ბრეგვაძე
IV-5 მაია ზაალიშვილი 
IV-7 ნონა ღვინიაშვილი 
V-1 ნინო ნიკორაშვილი 
V-4 ირინა დავითაძე
V-5 თამარ გეგიძე

„მომავლის კლასები“:
 
I-2 ხათუნა გასიტაშვილი 
I-3 მაია გურასაშვილი 
I-4 ინა მეცხვარიშვილი 
II-2 ელზა ჭიკაძე
II-3 თეონა ბექაური
II-7 ნინო მინაშვილი
III-1 შორენა იმედაიშვილი
III-2 მარინა კუპატაძე 
IV-1 ლია გასიტაშვილი
IV-2 რიტა ყიფშიძე“, -აღნიშნულია სკოლის წერილში.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მწერლის მიმართვითა და შემოქმედებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ააგეს ბავშვთა ქალაქის მაკეტი, დახატეს მათი საოცნებო ქალაქი და წერილები მიწერეს ავტორს
ოლიმპიადის სასკოლო რაუნდს ორგანიზებას სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათელა ირემაძე უწევდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება