ხიდის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამოფენა მოეწყო
04-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს, სადაც ნახატები და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. საქართველო დედამიწის დღეს 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით უერთდება.
დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების დღეს ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ს. ქვაცბაია), უსაყვარლეს მასწავლებელთან ერთად, საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს