სიახლეები
საინტერესო

სკოლიდან გაშვებული პედაგოგები და დაუსაქმებელი კადრები - რა მიზანი ჰქონდა მასწავლებლების საპენსიო ჯილდოზე გაშვებას?
04-05-2021
-
+


ახალგაზრდები სკოლაში დასაქმებას ვერ ახერხებენ. მასწავლებლობის მსურველები, რომლებმაც საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და ამავდროულად, მასწავლებლის მოსამზადებელი კურსი გაიარეს, ამბობენ, რომ დრო ფუჭად დაკარგეს და მათთვის სკოლაში ადგილი არ გამოიძებნა.

რატომ ვერ საქმდებიან სკოლებში ახალი კადრები, როდესაც განათლების სამინისტრომ რეფორმა მიიღო, რომ პედაგოგთა კორპუსი „გაახალგაზრდავებულიყო“?

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს პედაგოგთა საშუალო ასაკი 50 წელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ზოგიერთ რეგიონში სკოლები საკადრო დეფიციტის წინაშე დადგებოდნენ, თუ არ მოხდებოდა შესაბამისი ზომების მიღება და სისტემის „გაახალგაზრდავება“. დეფიციტის კიდევ უფრო მოსალოდნელ გაღრმავებას ხელს უწყობდა სისტემაში დიდი რაოდენობით საპენსიო ასაკის პედაგოგების არსებობა. საჯარო სკოლის მოქმედ პედაგოგთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 60 000 იყო; აქედან 25%-ს 60-95 წლის ასაკის პედაგოგები შეადგენდნენ.

პედაგოგთა მოსალოდნელი დეფიციტი განათლების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2010 წელს ივარაუდა და „მაძიებლობის პროგრამა“ შექმნა, რომლის მიზანიც მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების შეყვანა იყო. თუმცა ამ პროგრამით დასაქმებულები არ არიან იმდენი, რომ პროფესიიდან გასული პედაგოგების რაოდენობა შეავსონ.

2019-2020 წლების მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სქემაში 2138 მაძიებლობის სტატუსის მქონე მასწავლებელია ჩართული, ამავე წლების (2019 – 2020) მონაცემებით კი ფულადი ჯილდო 8870-მა მასწავლებელმა მიიღო. გამოდის, რომ მაძიებელი 4-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, მხოლოდ ისინი ვერ შეავსებდნენ პენსიონერი პედაგოგების ადგილს. სწორედ ამიტომ, მათ გარდა, სკოლაში დასაქმება მასწავლებლობის მსურველებსაც შეუძლიათ, რომლებიც იმ საგნის გამოცდას, რომლის სწავლებაც სურთ, წარმატებით ჩააბარებენ და მასწავლებლის მოსამზადებელ კურსს გაივლიან. ასეთი პირები კი არც თუ ისე ცოტანი არიან.

საპენსიო ჯილდოს სანაცვლოდ 1923 სკოლაში პედაგოგების ადგილები გათავისუფლდა. თუმცა რა მოხდა შემდეგ? მასწავლებლობის მსურველთა დიდი ნაწილი, რომლებიც სკოლებში ვაკანტურ ადგილებს ელოდებიან, კვლავ დაუსაქმებლები დარჩნენ.

2019 წლის სექტემბერში სკოლებში ვაკანსიები მასობრივად გამოცხადდა და როგორც მაშინ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრში აღნიშნეს, დაახლოებით 1900 მასწავლებლობის მსურველი დასაქმდა. 2020 წელსაც ასევე იგეგმებოდა სკოლებში ახალი კადრების დასაქმება, თუმცა ამჯერად ვაკანსიები მხოლოდ ფორმალობა იყო და სასწავლო საათები სკოლებს შიგნით გადანაწილდა.

დირექტორები განმარტავენ, რომ გათავისუფლებული საათები ჯერ სკოლის შიგნით, სტატუსიან პედაგოგებზე ნაწილდება და შემდეგ დგება ან არ დგება ახალი მასწავლებლის აყვანის საჭიროება. როგორც ჩანს, ეს საჭიროება ბევრ სკოლაში არ დადგა. განათლების სამინისტროს რეფორმა სკოლის დირექტორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და საკუთარი უფლება - დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ვაკანსიის გამოცხადება/არ გამოცხადებაზე, მაქსიმალურად გამოიყენეს.

„საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული პედაგოგების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების 2017-2019 წლების აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული რეგულაციის მიხედვით, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღებისა და სისტემიდან გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას და დააკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას შეეძლება კვლავ განაგრძოს პედაგოგიური საქმიანობა, ფულადი ჯილდოს დაბრუნების გარეშე.

გარდა იმისა, რომ განათლების სამინისტროს რეფორმა ვერ შედგა და გათავისუფლებული ადგილები ახალ კადრებს არ დაუკავებიათ, სრულიად გაუგებარია რა მიზანს ემსახურებოდა პენსიონერი პედაგოგების გაშვება ორი წლის ხელფასის ოდენობის ჯილდოთი, თუ ისინი 2 წელში კვლავ შეძლებენ პროფესიაში შესვლას.

პენსიონერი მასწავლებლის სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ სამინისტრომ 75.5 მლნ ლარი გახარჯა. მაშინ რა მიზანი ჰქონდა ამ გადაწყვეტილებას? რატომ გაუშვეს პენსიონერი, გამოცდილი პედაგოგები სახლში თუ არც მათ ადგილს ჩაანაცვლებდა სხვა და არც სამინისტროსთვის იქნებოდა ეს შეღავათი ხელფასების გაცემის მხრივ? - გაურკვეველია.

ასევე დაგაინტერესებთ: 

 პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ სამინისტრომ 75.5 მლნ ლარი გახარჯა - აუდიტი

„სამინისტროს და ცენტრს არ აქვთ შემუშავებული სამოქმედო გეგმა სისტემიდან გასული პედაგოგების ახალი კვალიფიციური კადრებით ჩასანაცვლებლად“-აუდიტის ანგარიში


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება