ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მშვიდობიანი ფორმით
11.08.2017
ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად მშვიდობიანი ფორმით, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას.

ციხელაშვილის თქმით, აღნიშნულს საქართველოს მთავრობა დაუპირისპირებს იმას, რასაც გასული 9 წლის განმავლობაში უპირისპირებდა. 

”ეს არის განგრძობადი ოკუპაცია, ხდება რეგულარული პროვოკაციები, როგორიც არის მავთულხლართების და ბანერების აღმართვა და არის მცდელობა, რომ დაიჩეხოს საქართველოს ტერიტორიები, ხდება უკანონო დაკავებები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება მშვიდობიანი ფორმით, ძალიან პრინციპულად, ძალიან მტკიცედ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების მთავარი ამოცანა არ იქნება მიღწეული”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მარტო არ არის.

”თქვენ იცით, რომ ყველა ამ ნაბიჯის შესახებ ძალიან მკაფიოა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც. თქვენ ნახეთ განცხადებები, რომელიც გავრცელდა პუტინის სოხუმში ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ნატო-ს, ევროკავშირის და სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც გვერდში უდგანან საქართველოს ბრძოლაში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მშვიდობიანად აღსადგენად. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას მთლიანად იზიარებენ და უჭერენ მხარს და ჩვენ მარტო არ ვართ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვაძლევს სიმტკიცეს. ზუსტად დღევანდელი დღე, ასეთი გმირობა გვაძლევს იმ შეუპოვრობას და სიმტკიცეს, რომლითაც ჩვენ ამ გზას გავივლით”, - აღნიშნა ციხელაშვილმა, რომელმაც შინდისში დაღუპულებს დღეს პატივი შინდისის მემორიალთან მიაგო.  


კომენტარები


სხვა სიახლეები
16.08.2017
 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი საჯარო განცხადება
16.08.2017
თამარ მეარაყიშვილის დაკავება ახალგორში, სახლთან ახლოს მოხდა
16.08.2017
მოსახლეობას წყლით მომარაგება ტრანსპორტით რამდენიმე ასეული მეტრის, ზოგწერ კი კილომეტრის მოშორებიდან უწევს
16.08.2017
ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
16.08.2017
ა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია
16.08.2017
ბურჯანაძის პრეტენზიებს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმაც უპასუხა
16.08.2017
პარტიაში ფიქრობენ, რომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება არის დისკრიმინაციული და მოითხოვენ, ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი
16.08.2017
უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილება
16.08.2017
,რუსთავქალაქობა 2017“-ის ფარგლებში ბევრი  ღონისძიებაა დაგეგმილი
16.08.2017
პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის  განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 100-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
ხუთ, 17 აგვისტო 2017
07:40