„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
09-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ვანის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით თემატური პლაკატები, პოსტერები და ნახატები შექმნეს. მათი გზავნილი იყო შემდეგი - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია. დღეს, როგორც არასდროს, ერთმანეთს ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთობლივი ძალისხმევით გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვასთან და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.