„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
10-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უამრავი აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი „ერთად გადავარჩინოთ დედამიწა“, რომლის ფარგლებში მათ თემატური პოსტერები შექმნეს და საზოგადოებას გარემოზე ზრუნვისკენ მოუწოდეს. სკოლის აღსაზრდელებმა შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს და გარემოს გამწვანების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანეს.