მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ილუსტრირებული წიგნები შექმნეს. პატარებმა წიგნის სიყვარული გამოავლინეს და საკუთარი ნამუშევრების დამსახურებით შექება დაიმსახურეს.
„წიგნი რომ „პროგრესელების“ მეგობარია, ეს სკოლის მიერ ჩატარებული არაერთი აქტივობიდან ნათლად ჩანს.
ამჯერად, „პროგრესელმა“ მეოთხე და მეხუთე კლასელებმა, საყვარელ თემებზე, თავისივე ხელებით ილუსტრირებული წიგნები მოამზადეს, რამაც, როგორც მასწავლებლის ანასტასია დუმბაძის, ასევე თითოეული მნახველის მოწონება დაიმსახურა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.