ლევან კობიაშვილი - 2018 წლიდან ფეხბურთის მოედნები მოწესრიგდება
11.08.2017
სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურის პრობლემებს შეეხებოდა. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

„საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ 2018 წლიდან, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდებმა ბუნებრივ საფარზე ითამაშონ. ამ მიზნით, ადგილობრივ ხელისუფლებებთან ვითანამშრომლებთ, რომ მომავალი წლიდან ამ ლიგების წარმომადგენელი გუნდების სტადიონებზე მინდვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და სადაც ხალიჩაა, ნატურალური ბალახით შეიცვალოს. ამას გარდა, წელს გორის სტადიონზე სამუშოები ჩატარდა და იქ მაღალი დონის ტურნირების მიღებაა შესაძლებელი. ფედერაციას გადმოეცა დავით პეტრიაშილის სახელობის არენაც, რაც ასევე მნიშნელოვანია. ამას გარდა, მალე სტადიონების მშენებლობის დასრულებას ველოდებით ზუგდიდში, ხოლო ბათუმში მალე ახალი არენის აშენების იმედი გვაქვს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

დღეს თბილისში ფეხბურთის ფედერაციის რიგით 27-ე ყროლობა ჩატარდა.


კომენტარები


სხვა სიახლეები
16.08.2017
 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი საჯარო განცხადება
16.08.2017
თამარ მეარაყიშვილის დაკავება ახალგორში, სახლთან ახლოს მოხდა
16.08.2017
მოსახლეობას წყლით მომარაგება ტრანსპორტით რამდენიმე ასეული მეტრის, ზოგწერ კი კილომეტრის მოშორებიდან უწევს
16.08.2017
ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
16.08.2017
ა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია
16.08.2017
ბურჯანაძის პრეტენზიებს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმაც უპასუხა
16.08.2017
პარტიაში ფიქრობენ, რომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება არის დისკრიმინაციული და მოითხოვენ, ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი
16.08.2017
უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილება
16.08.2017
,რუსთავქალაქობა 2017“-ის ფარგლებში ბევრი  ღონისძიებაა დაგეგმილი
16.08.2017
პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის  განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 100-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
ხუთ, 17 აგვისტო 2017
07:39