გიგი წერეთელი ბუნდესტაგის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა
11.08.2017
"ევროპული საქართველოს" ცნობით, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის გადაწყვეტილებით, გიგი წერეთელი გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

პარტიის ცნობით, ამ ვაკანსიაზე გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტმა კრისტინ მუტონენმა წარადგინა, რომელიც აღნიშნავს, რომ გიგი წერეთლის "ევროპული პოლიტიკის ცოდნა, ასევე პოლიტიკური და საარჩევნო გამოცდილება საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სადამკვირვებლო მისიისთვის".

გიგი წერეთელი ბუნდესტაგის არჩევნებისას კოორდინირებას გაუწევს ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის, ODIHR-ის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტისა და NATO-ს სადამკვირვებლო მისიებს. ასევე არჩევნების დასრულების შემდგომ წარადგენს წინასაწარ შეფასებას.


კომენტარები


სხვა სიახლეები
ორშ, 23 ოქტომბერი 2017
08:10