გიორგი მარგველაშვილი - მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა
12.08.2017
დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლისა და უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი ვალდებულებაა, რაც ადამიანმა შეიძლება შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შეიძინეთ ბევრი ახალი მეგობარი და ბევრი უნარი ამ მნიშვნელოვანი სწავლების დროს. ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული. 

ამ პარტნიორობის მიზანია, თავისუფლების მოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა, რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ, ერთიან, დაცულ ქვეყანას შექმნის. ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს სრულდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 


კომენტარები


სხვა სიახლეები
16.08.2017
 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი საჯარო განცხადება
16.08.2017
თამარ მეარაყიშვილის დაკავება ახალგორში, სახლთან ახლოს მოხდა
16.08.2017
მოსახლეობას წყლით მომარაგება ტრანსპორტით რამდენიმე ასეული მეტრის, ზოგწერ კი კილომეტრის მოშორებიდან უწევს
16.08.2017
ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა
16.08.2017
ა გახდა ხის წაქცევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია
16.08.2017
ბურჯანაძის პრეტენზიებს პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმაც უპასუხა
16.08.2017
პარტიაში ფიქრობენ, რომ ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში, საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება არის დისკრიმინაციული და მოითხოვენ, ასაკი გათანაბრდეს და გახდეს 60 წელი
16.08.2017
უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის საკითხი განიხილება
16.08.2017
,რუსთავქალაქობა 2017“-ის ფარგლებში ბევრი  ღონისძიებაა დაგეგმილი
16.08.2017
პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის  განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 100-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
ხუთ, 17 აგვისტო 2017
07:32