მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნახატების გამოფენა მოაწყვეს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში სააღდგომო ღონისძიებები გაიმართა. მოსწავლეებმა აღდგომის დღესასწაულს სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ლამაზი ნახატები მიუძღვნეს, რის შემდგომაც ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
სკოლის აღსაზრდელები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარ-ჩვევებიც გამოავლინეს.
იხილეთ ფოტოები