სიახლეები
სიახლეები

საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაიზარდა - იხილეთ ჩამონათვალი
19-05-2021
-
+


2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა საგამოცდო ცენტრი სკოლებში განთავსდება. 

აღსანიშნავია, რომ წელს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა გაზრდილია. გასულ წელს საქართვლოს მასშტაბით 23 საჯარო სკოლაში 24 საგამოცდო ცენტრი იყო განთავსებული. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საგამოცდო ცენტრების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია, თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდეოაპარატურის მონტაჟის მომსახურების შესყიდვისთვის 276 670 ლარი გამოყო. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში 25 საგამოცდო ცენტრში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსათვალთვალო სისტემის აწყობა და საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა. 

აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაციით თბილისში სამი საჯარო სკოლა შეიცვალა, შარშანდელი წლისგან განსხვავებით წელს საგამოცდო ცენტრი აღარ მოეწყობა 147-ე საჯარო სკოლაში, თუმცა საგამოცდო ცენტრები 32-ე და191-ე სკოლებში განთავსდება.

იხილეთ, საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალი:

  • თბილისის N32 საჯარო სკოლა;
  • თბილისის N39 საჯარო სკოლა;
  • თბილისის N103 საჯარო სკოლა;  
  • თბილისის N117 საჯარო სკოლა; 
  • თბილისის N133 საჯარო სკოლა;  
  • თბილისის N173 საჯარო სკოლა;  
  • თბილისის N175 ა საჯარო სკოლა;  
  • თბილისის N175 ბ საჯარო სკოლა;  
  • თბილისის N177 საჯარო სკოლა; 
  • თბილისის N191 საჯარო სკოლა;
  • თბილისის N 207 საჯარო სკოლა; 
  • ახალციხის N1 საჯარო სკოლა;
  • ბათუმი N1 საჯარო სკოლა;
  • ბათუმის N10 საჯარო სკოლა;   
  • ბათუმი N14 საჯარო სკოლა; 
  • გორის N3 საჯარო სკოლა;  
  • ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა;  
  • თელავის N8 საჯარო სკოლა;
  • ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა; 
  • რუსთავი N22საჯარო სკოლა;
  • ფოთი N3 საჯარო სკოლა;
  • ქუთაისის N1 საჯარო სკოლა;  
  • ქუთაისი N17 საჯარო სკოლა;  
  • ქუთაისი N41საჯარო სკოლა;  
  • დაბა ხულოს საჯარო სკოლა.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
ბავშვებმა საინტერესოდ იმსჯელეს და ერთმანეთს წაკითხული წიგნებისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს
გუნდებმა ძველი ეპოქების შთაგონებით 20 წუთში ეპოქის შესაბამისი სამოსის დიზაინები შექმნეს და შთამბეჭდავი წარმოდგენა დადგეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება