„გვწამს, კიდევ ბევრჯერ ასახელებს როგორც სკოლას, ასევე მასწავლებლებს“-ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მოსწავლე საგანმანათლებლო კონკურსის ფინალში გადავიდა
11-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხარაგაულის მუნიციაპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნინო ლომიძე ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალში გადავიდა.
კონკურსის თემა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ქალთა უფლებები იყო.
„წარმატებები ჩვენს უსაყვარლეს, გამორჩეულ და უნიჭიერეს მოსწავლეს, გვწამს, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს როგორც სკოლას, ასევე - მასწავლებლებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.