„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
11-05-2021
დაკოპირებულია
-
+
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე - „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა“. შეხვედრაში ІVბ და VІІІა კლასის მოსწავლეები მონაწილეონდნენ.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე მინი-ლექცია ჩაუტარეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წითელ წიგნში შესული ცხოველების, ფრინველების და მცენარეების შესახებ მოამზადეს. მათ იმსჯელეს, თუ რა უნდა გააკეთონ ბუნების დასაცავად.