თამაკონის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გარემოსდაცვით თემაზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
12-05-2021
დაკოპირებულია
-
+
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ლიბერას“ წევრებმა ბუნებისმეტყველებისა და ქიმიის პედაგოგთან, ქელეონორა ბასილაიასთან ერთად დედამიწის თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს.
პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენაში სამოქალაქო კლუბის წევრების გარდა, თამაკონის საჯარო სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა.
პრეზენტაციის ავტორებმა გარემოს დაცვის საკითხებსა და კონტინენტებზე იმსჯელეს, რითიც დამსწრე საზოგადოებას უკეთ გააცნეს ჩვენი პლანეტა - დედამიწა.