„ო, ენავ, ჩემო, დედაო ენა“ - ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს თემაზე - „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენა“.ღონისძიება დედაენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს პატარა ინსცენირებები და შეასრულეს სიმღერები.
მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართული ენის მნიშვნელობა და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
ღონისძიების ორგანიზატორი ლეილა გორგილაძე იყო.
იხილეთ ფოტოები