სიახლეები
სიახლეები

„მინდა პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო“ - ეკატერინე დგებუაძის მიმართვა და გამონაკლისი, რომელსაც მინისტრი უშვებს
12-05-2021
-
+


მინდა, პირველკლასელთა მშობლები დავამშვიდო - ყველა სკოლაში არის იმდენი ადგილი, რომ ბავშვები სასურველ სკოლაში დაარეგისტრირონ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

„არის სკოლები, სადაც საკმაოდ ბევრი დედმამიშვილი დარეგისტრირდა და ვთქვათ, პირველ კლასში თუ 5 პარალელური კლასია, შეიძლება გვერდით სკოლაში 2 პარალელური იყოს დარჩენილი. მე რეკომენდაციას გავუწევ ყველა მშობელს, რომ მაქსიმალურად მოინდომოს და ხვალ დილით, 9:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაცია. მშობელი ნუ შეშფოთდება, თუ ვერ მოახერხებს კონკრეტულ სკოლაში შვილის დარეგისტრირებას, მას ჰქონდეს არჩევანი და მოემზადოს იმისთვის, რომ ალტერნატიული სკოლა ჰქონდეს დაჯავშნილი და იქ დაარეგისტრიროს თავისი შვილი“, - აღნიშნა „იმედის დილაში“ ეკატერინე დგებუაძემ.

მისი თქმით, ერთდროულად ორ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება ვერ მოხერხდება.

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელს სურს ერთ, სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება და აღმოჩნდა, რომ ვერ მოასწრო და შეივსო იქ ადგილები, ამ შემთხვევაში გქონდეთ სხვა არჩევანი, სადაც დაარეგისტრირებთ. ბავშვის სკოლის გარეთ დარჩენის შანსი არ არის. აქ არის საუბარი, როდესაც მშობელს უნდა კონკრეტულ სკოლაში მოხვდეს ბავშვი. არცერთი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩება. ასევე არის შემთხვევები, რომ კონკრეტულ სკოლაში დავამატეთ ბავშვების რაოდენობა. საკლასო ოთახში 25 ბავშვი უნდა იყოს, რეგისტრაცია იხსნება 25 ბავშვზე და იმ შემთხვევაში არის გამონაკლისი, მშობელი წერს განცხადებას და მინისტრი გამონაკლის უშვებს იმ შემთხვევაში, თუ მშობელი საფუძვლიანად ასაბუთებს, რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის ის კონკრეტული სკოლა“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება