„იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებით შევძლებთ სწავლის ჩვეულ გარემოში უკეთ გაგრძელებას“- მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე აიცრნენ
13-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი და მის მოადგილე ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ და აიცრნენ.
სკოლის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებმა ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე რეგისტრაცია უკვე გაიარეს და მათ ვაქცინაცია მომდევნო დღეებში ჩაუტარდებათ.
„სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებით ჩვენ შევძლებთ სწავლისა და ცხოვრების ბუნებრივ, ჩვეულ გარემოში უკეთ გაგრძელებას!“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.