მესხეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნაზი სადილიანმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მრავალფეროვანი რესურსებით გაჯერებული, ღია გაკვეთილი ჩაატარა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მასწავლებელმა ნაზი სადილიანმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსებით გამდიდრებული გაკვეთილი ჩაუტარა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები.
იხილეთ ფოტოები