ქვემო ქედის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩატარდა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.სკოლის ყველა კლასში დედაენისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ქართული ენის დღის დაფუძნების ისტორია გაიხსენეს და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა დედაენის თემატიკაზე ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს.
იხილეთ ვიდეო