„ძალადობის ფორმები და მათი პრევენცია“ - პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბში სემინარი ჩატარდა
13-05-2021
დაკოპირებულია
-
+
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მშობელთა კლუბში გაიმართა სემინარი თემაზე „ძალადობის ფორმები და მათი პრევენცია“.
სემინარზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: რა არის ძალადობა? რა არის ქალთა მიმართ ძალადობა? ძალადობის რა ფორმები არსებობს? ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ? ვის ეკისრება ვალდებულება და ვის აქვს შესაბამისი ორგანოებისათვის ძალადობის ფაქტის შეტყობინების უფლება? რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის?
სემინარი ნაყოფიერი აღმოჩნდა და დამსწრეებმა ძალადობის თემასთან დაკავშირებით საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას