ლეცავეს საჯარო სკოლის მე-3 კლასში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლის მე-3 კლასში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო პროექტ-გაკვეთილით ჩატარდა.
საგაკვეთილო პროცესს კლასის დამრიგებელი, ხათუნა ლაშხია უძღვებოდა.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად, აღდგომის დღესასწაულის ისტორიასა და ქრისტიანული სამყაროსთვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციები.
იხილეთ ფოტოები