ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს ხსოვნის საღამო მიუძღვნეს
13-05-2021
დაკოპირებულია
-
+
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს ხსოვნის საღამო მიუძღვნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს და მთელი გულით მიუძღვნეს ხსოვნის საღამო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს... მადლობა ჩემო პატარა მეგობრებო. გვწამს და გვჯერა ღირსეული ქართველები გაიზრდებით და მუდამ იამაყებს სამშობლო თქვენით...ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. იხილეთ ფოტოები