ფარცხანაყანევის N1 სკოლაში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლექცია ჩატარდა და ნახატების გამოფენა მოეწყო
27-05-2021
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა განხორციელდა.
„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა განხორციელდა ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში.
ღონისძიების ფარგლებში ისტორიის მასწავლებლებმა ირინე კოპალიანმა და ზაზა კიწმარეიშვილმა მოსწავლეებთან გამართეს მინი-ლექცია, შეახსენეს მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა და როლი, უყურეს დოკუმენტუს ფილმს პირველი რესპუბლიკის მიერ განხორციელებული რეფორმების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შესახებ. ისტორიის კაბინეტში კი მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას