მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
მთელი კვირის განმავლობაში ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
„სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნდებოდა ვიდეორგოლები, ვიდეოკოლაჟები, თვალებციმციმა გოგო-ბიჭები ლექსებით ამბობდნენ სათქმელს... გაიმართა შემეცნებითი ვიქტორინა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი შესანიშნავი პერფორმანსით აღნიშნეს დამოუკიდებლობის დღე. ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო