სიახლეები
ეტალონი

ქობულეთის მერი „ეტალონ მოსწავლეს“ დააჯილდოვებს - „ეტალონი“ ყველა მოსწავლეს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, საკუთრი ცოდნით მიაღწიოს წარმატებას“
15-06-2021
-
+


„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში განახლდა და ინტელექტუალურ კონკურსში, რომელიც სამ ეტაპად მიმდინარეობს, ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. 

პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით მიმდინარეობს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე კი „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელს მიიღებს“ - ასე დაიწყო „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი 2021 და მიუხედავად სახეცვლილი ფორმატისა, მონაწილეობის სურვილი უამრავმა მოსწავლემ გამოთქვა.



ქობულეთის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ანა ფუტკარაძე გახდა, ქობულეთის N3 საჯარო სკოლიდან, რომელმაც კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ ამ ტიტულს ნამდვილად არ ელოდა და უზომოდ ბედნიერია გამარჯვებით:

„იცით, არ ველოდი ასეთ შედეგს, რადგან ჩემი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატში ძალიან ძლიერი ბავშვები მონაწილეობდნენ. ზოგადად „ეტალონი“ კარგი პროექტია მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის და რაც მთავარია, გვაქვს საშუალება, საკუთრი ცოდნა შევამოწმოთ“.

ნანა მენაბდემ, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც „ეტალონს“ დაუმეგობრდა და მას შემდეგ ჩვენს სკოლაში მუდმივად ტარდება შიდასასკოლო ჩემპიონატები; მოხარული ვარ, რომ ინტელექტუალურ კონკურსებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამ მხრივ „ეტალონი„ საუკეთესოა; სწორედ აქედან გამომდინარე, არ იყო ჩვენი სკოლის წარმატება გასაკვირი და რა თქმა უნდა, ამაყი ვარ ჩვენი მოსწავლის შედეგით. მადლობა „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომ მუდმივად ხართ ბავშვების განათლების სადარაჯოზე და აფერადებთ ჩვენი მომავალი თაობების ცხოვრებას“.

„ეტალონის“ დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა, სულხან ნიჟარაძემაც შეაფასა:

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, პროექტებს, როლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას, ყოველთვის დაუჭერს მხარს და რა თქმა უნდა, „ეტალონი“ ამ მხრივ პირველია. ესაა პროექტი, რომელიც პანდემიის მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მართალია, ტრადიციული ფორმით ჩატარებული ინტელექტ-ჩემპიონატის ემოციას ვერაფერი შეედრება, მაგრამ ჩვენი მოსწავლეები მზად არიან ახალ-ახალი გამოწვევებისთვის და „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში შესანიშნავ შედეგებზე გავიდნენ“.   

მადონა გოგიტიძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, წელს ჩემპიონატი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა, ბავშვებს არ გასჭირვებიათ მონაწილეობა, რადგან ტექნოლოგიებს შესანიშნავად ფლობენ:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია და დისტანციურ ფორმატს ჩვენი მოსწავლეები მომზადებულები შეხვდნენ. ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატს საოცარი თვისება აქვს - ყველა მოსწავლეს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, საკუთრი ცოდნით მიაღწიოს წარმატებას და იმედია, მალე ეს პროექტი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება საქართველოს მასშტაბით“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობა და ისიც გაგვიმხილა, რომ გეგმავს, „ეტალონ მოსწავლეს“, ანა ფუტკარაძეს საჩუქარი გადასცეს:

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, „ეტალონთან“ წლებია მეგობრობს და სხვაგვარად შეუძლებელია. თუკი რაიმე სასარგებლო არსებობს ზოგადი განათლების კუთხით, „ეტალონი“ პირველია, სადაც არის ჯანსაღი კონკურენცია, მუდმივი სწრაფვა გამარჯვებისკენ, მეგობრული ატმოსფერო...

მართალია, ამჯერად, შექმნილმა ვითარებამ ჩემპიონატის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება განაპირობა, თუმცა თამამად ვიტყვი - ამას გავლენა არ მოუხდენია მოსწავლეების მოტივაციაზე - დიდი იყო დაინტერესება და ვაპირებთ, გამარჯვებული მოსწავლის დაჯილდოებას. გვინდა, ეს ღონისძიება ტურისტული სეზონის გახსნას დავამთხვიოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით წარიმართება და ქობულეთის „ეტალონ მოსწავლეს“ საჯაროდ გადავცემთ საჩუქარს“. 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება