გორისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, რეგიონალურ კონკურსში წარმატება მოიპოვეს
21-06-2021
დაკოპირებულია
-
+
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს რეგიონალურ კონკურსში.
„ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ია შეყლაშვილი, მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობდა გამომცემლობა „ტრიასის“ საავტორო ჯგუფის მიერ გამოცხადებულ, რეგიონალურ კონკუსში. პედაგოგმა და მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში საგანში - „მე და საზოგადოება“ პროექტი - „მე მოქალაქე“ განხორციელეს და მესამე ადგილი მოიპოვეს. ვულოცავთ პედაგოგსა და მეოთხე კლასელებს ამ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.