ჭაგნის საჯარო სკოლის მოსწავლე საბა ჟორჟოლიანმა izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
25-06-2021
დაკოპირებულია
-
+
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
ამჯერად, izrune.ge-ს მაისის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი დაიმსახურა მე-6 კლასის მოსწავლე საბა ჟორჟოლიანმა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.