მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა კიდევ ერთ წარმატებულ და ნიჭიერ მოსწავლეს გვაცნობს, მე-11ა კლასის მოსწავლე, ელენა ბიჩახჩიანს.
სკოლის წარმატებული მოსწავლე ნიჭიერი მხატვარი გახლავთ, რომლის ნამუშევრები უზადოდ და უნაკლოდ არის შესრულებული.
ელენა ბიჩახჩიანი გარდა იმისა რომ შესანიშნავად ხატავს, ასევე არის სკოლის წარჩინებული და სამაგალითო მოსწავლე. იგი თავდაუზოგავი შრომით როგორც ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სწავლობს, ასევე დადის სამხატვრო სკოლაშიც.
ელენას თავისი შესანიშნავი ნამუშევრების წყალობით მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები.
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა ამაყობს საკუთარი მოსწავლის ელენა ბიჩახჩიანის მიღწევებითა და ნიჭიერებით; უსურვებს კიდევ მეტ წინსვლას როგორც სასკოლო ცხოვრებაში ისე, მხატვრობაში.
იხილეთ ფოტოები:
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“