აკაურთის საჯარო სკოლას izrune.ge-მ საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიანიჭა
21-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლას საქართველოს სუპერ სკოლის ტიტული მიენიჭა.
სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი გახლავთ.
izrune.ge-მ გამოავლინა 2020-2021 სასწავლო წლის საქართველოს100 სუპერ სკოლა, სადაც დირექცია და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, და განსაკუთრებულად ზრუნავენ თითოეულ მოსწავლეზე.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.