მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
21-07-2021
დაკოპირებულია
-
+
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
კონკურსის პირველ ეტაპში ტარიელ უღრელიძე (მე-9 კლასი), ქეთი გეგეშიძე (მე-8 კლასი), მათე უღრელიძე (მე-10 კლასი), დათო წიკლაური (მე-11 კლასი), ოთარ არველაძე (მე-8 კლასი), საბა ახობაძე (მე-8 კლასი) და ნათია გიგინეიშვილი (მე-11 კლასი) მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით ტარიელ უღრელიძე, ქეთი გეგეშიძე, საბა ახობაძე და ნათია გიგინეიშვილი მეორე ეტაპზე გადავიდნენ და ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
19 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სამტრედიელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სამტრედიელი მოსწავლე „ეტალონის“ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 92 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 21 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.