სიახლეები
სკოლები

სიქთარვის საჯარო სკოლაში ექიმის კაბინეტი სრულყოფილად აღიჭურვა
22-07-2021
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში ექიმის ოთახი უკვე სრულყოფილად აღჭურვილია.

ექიმის ოთახის მოსაწყობად, სკოლას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 4420 ლარი ჩაურიცხა. სწორედ ამ თანხით შეძლეს ოთახისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან სკოლას 4420 ლარი ჩაერიცხა, რითიც შპს „პი ემ ჯი“-სგან 22 დასახელების ინვენტარი შევიძინეთ. მადლიერება უსაზღვროა. სექტემბერში სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კიდევ უფრო გალამაზებული დახვდებათ  სკოლა“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. აღნიშნულს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
„მათ ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- ამბობენ სკოლაში
მათთვის თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა
მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ვრცლად ისაუბრეს
მეორეკლასელებმა გაზეთზე მუშაობისას საკუთარი ცოდნა და ნიჭი გამოიყენეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება