თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს
12.10.2017

თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და ფოტომასალას ავრცელებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი თავისუფლების მოედანზე 160 ავტომანქანისთვის განკუთვნილი ავტოსადგომის მოწყობის სქემას განმარტავს და შესაბამის ფოტომასალას ავრცელებს.

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ასევე ეხმაურება პარკირების სივრცის საჯაროობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს და აცხადებს, რომ პარკინგით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

მისი განმარტებით, თავისუფლების მოედანთან მშენებარე 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის წითელ ხაზებში უკვე მოწყობილია 80 ავტომანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი.

ქარსელაძის ინფორმაციითვე, გარდა ამისა, საინვესტიციო ვალდებულებით გადასაცემი ტერიტორიის ქვეშ, შესაძლებელია 40 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა, მაგრამ ფონდი ასახელებს ავტომანქანების მინიმალურ რაოდენობას - 30-ს.



კომენტარები


სხვა სიახლეები
სამ, 24 ოქტომბერი 2017
09:55