თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ხვედელიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა
22-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ხვედელიძემ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი მოიპოვა.
მან წარმატებით გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე ოქროს სიგელის მფლობელიც გახდა.
20 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ამბროლაურელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ამბროლაურელი მოსწავლე „ეტალონის“ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.