ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილე თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ
22-07-2021
დაკოპირებულია
-
+
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისათვის სპეციალური ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.
თაზაქენდის საჯარო სკოლიდან ჩემპიონატში მონაწილეობდნენ:
ალიმა გიულ ალიევა - VIII;
მაგამედ თოფჩიევი - VIII;
აიდინ ხან მამედოვი - VIII.
16 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გარდაბნელი მოსწავლე „ეტალონის“ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.