სიახლეები
საინტერესო

რა გავლენას ახდენენ კომპიუტერული თამაშები ბავშვის სწავლის უნარზე?
25-07-2021
-
+


ყველა კომპიუტერული თამაში საზიანოა? ნამდვილად ნეგატიური გავლენა აქვს თუ არა ბავშვის ფსიქიკაზე და აუარესებს თუ არა სწავლის უნარს? თქვენთვის თავი მოვუყარეთ ინფორმაციას ვიდეოთამაშების დადებით და უარყოფით მხარეებზე და აღმოჩნდა, რომ ვიდეოთამაშები შესაძლოა თქვენი შვილებისთვის სარგებლის მომტანიც იყოს. 

გასართობი ვიდეოთამაშები: შესაძლოა იყოს შემეცნებითი?

არსებობს ვიდეოთამაშების ორი სახეობა - საგანმანათლებლო და გასართობი. 

გასართობი, იგივე „ექშენ-თამაშები“ მოითხოვს სწრაფ რეაქციას და ხელებისა და თვალების მოძრაობების კოორდინაციას. ამიტომ, ბევრი მკვლევარი ცდილობს გაიგოს, რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ასეთი ტიპის გასართობი. 

ადამიანები, რომლთაც „ექშენ-თამაშები“ იტაცებთ, ახასიათებთ გამახვილებული ვიზუალური ყურადღება და სივრცითი ორიენტაციის უნარი. ამის შესახებ ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორები - ს.გრინი და დ.ბავალე​ ნაშრომში - Exercising your brain წერენ. 

ასევე, ასეთი თამაშები დავალებიდან დავალებაზე მყისიერად გადასვლის, მცირე ზომის ობიექტების ამოცნობისა და რაიმეზე დიდი ხნით ფოკუსირების უნარს ავითარებენ. 

ბავშვებში კონცენტრაციის უნარის შესწავლისას, მოზარდებმა, რომლებიც კვლევაში ჩართვამდე ასეთი ტიპის თამაშებს თამაშობდნენ, აჩვენეს უკეთესი შედეგები, ვიდრე ბავშვებმა, რომლებიც არ თამაშობდნენ.

ვიდეოთამაშებში დატვირთვა - სისწრაფე ან სირთულე მუდმივად იზრდება. შედეგად სწავლა ხდება ინდივიდუალური და თითოეული საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობს.



ასეთი „ექშენ-თამაშები“ მოითხოვს მუდმივ ადაპტაციას, რადგან უფრო მაღალ საფეხურზე ახალი გარემო, ამოცანები და მოთხოვნები ჩნდება. ეს აყალიბებს ახლის სწავლის ჩვევას, რადგან მოთამაშეს უხდება სიახლეს დამოუკიდებლად მოერგოს.

მკვლევარების თქმით, მცდარია შეხედულება, რომ ვიდეოთამაშები ბავშვებს უფრო აგრესიულს ხდის. პირიქით, მათ შეუძლიათ ბავშვი გაართონ და გაუფანტონ მტკივნეული მოგონებები, ნეგატიური ემოციები და ასევე შეამცირონ შფოთვა. ამიტომ, თუ თქვენს შვილს სტომატოლოგის ეშინია, სეანსის წინ საყვარელი თამაში შესთავაზეთ. 

„ექშენ-თამაშების“ კიდევ ერთი დადებითი ეფექტი - დაგეგმვის უნარია. იმისთვის, რომ წარმატებით ითამაშო, საჭიროა შენი ქმედებების შედეგების პროგნოზირება და სტრატეგიულად აზროვნება. ხოლო, თუ თამაში დინამიურია, მაშინ გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღო. ეს უნარები კი საჭიროა არა ხოლოდ ვირტუალურ სამყაროში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.

გერმანელმა მეცნიერებმა ყველასთვის ნაცნობი თამაშის „სუპერ მარიოს“ ტვინზე გავლენა გამოიკვლიეს. ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი ორი თვის მანძილზე, ყოველ დღე, 30 წუთი თამაშობდა. დასრულებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაცრისფერი ნივთიერების სიმკვრივის ზრდა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია ნავიგაციასთან, სტრატეგიულ დაგეგმვასთან, მეხსიერებასა და მოტორულ ფუნქციებთან.



საგანმანათლებლო თამაშები: 

მართალია გასართობი თამაშები ნამდვილად არ შექმნილია სწავლის უნარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათი ეფექტურობა ცოტა უფრო მაღლაა საგანმანათლებლო თამაშებზე. სასწავლო კომპიუტერული თამაშები, როგორც წესი, განკუთვნილია კონკრეტული უნარის გაუმჯობესებისკენ. მაგალითად, ანბანის ან გარკვეული მათემატიკური ქმედებების სწავლისკენ ან მუშა მეხსიერების განვითარებისკენ.

როგორც გასართობი, ისე საგანმანათლებლო თამაშები მოითხოვს მუდმივ ადაპტაციას. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა ბავშვების ჯგუფში, რომელთაც ცუდი მუშა მეხსიერება ჰქონდათ. კომპიუტერული თამაშების დახმარებით სწავლებას მუშა მეხსიერების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოჰყვა. ასევე მეხსიერების გასავითარებელი თამაშების შემდეგ ბავშვებს გაუუმჯობესდათ მათემატიკური ამოცანების შესრულების ხარისხი და კითხვის დონე.

არ დაუშვათ ბოროტად გამოყენება!

მომთხოვნი და ამავდროულად გასართობი ხასიათი კომპიუტერულ თამაშებს სწავლებისთვის ძლიერ ინსტრუმენტად აქცევს. ამიტომ, ასე მნიშვნელოვანია მათი ეფექტის კვლევა. მაგრამ მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ: გასართობ თამაშებს, სარგებლის გარდა, უარყოფითი მხარეც აქვს. და მათი ყველაზე დიდი მინუსი - მათი ბოროტად გამოყენებაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ დროის პასუხისმგებლობით განაწილება-განკარგვა და არ დაგვავიწყდეს კონტროლი.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება